აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
20 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა მოინახულა
აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალები.
ექსკლუზიურად აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ფასდაუდებელი არქივი მოენახულებინათ, სადაც მისი ჩანაწერები და ესკიზები ინახება.
ღონისძიებას ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.
საინფორმაციო გამოშვებაში "მოამბე" გიამბობთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის, იტალიაში ვიზიტის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
26 ივნისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილ პირებს ქობულეთსა და ოზურგეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
26 ივნისი, 2026
"დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა" - ირაკლი კობახ...
24 ივნისი, 2026
მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ორგანიზაცია "მშ...