სიახლეები

19 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა


➡აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

 

➡ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა, ქალაქ პალერმოს მერთან რობერტო ლაგალასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

 

➡გიორგი ჯინჭარაძე ასევე იმ იტალიური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც 1994-2007 წლებში, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით, აფხაზეთიდან დევნილ 800-მდე მოზარდს უმასპინძლეს. სიტყვით გამოვა Teatro Don Bosco-ში, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართება.

 

➡აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წარმომადგენელი იმყოფებიან.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად