სიახლეები

18 თებერვალი, 2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა


➡სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

➡განიხილეს რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულების ტრანსფერზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნების მექანიზმებზე.

 

➡სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ესწრებოდნენ. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

➡შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად