სიახლეები

17 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა


➡აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

➡შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. განიხილეს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.

 

➡ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ისაუბრეს რუსეთის ფედერაციისა და სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.

 

➡ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2026 წლის 18-19 მარტს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად