სიახლეები

19 ოქტომბერი, 2022

აილაგა-აბიყუს ეკლესია


გუდაუთიდან 10 კმ-ის მოშორებით, მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების ( VIII-IX ) ქართული ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ცნობილია აილაგა-აბიყუს სახელით.

აილაგა-აბიყუს აფხაზურად დახლართულ კოშკს ნიშნავს. ეს სახელი მოგვიანებით უწოდეს. თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია. ტაძარი წარმოადგენს ერთდარბაზიან ნაგებობას, რომლის კედლები თითქმის მთლიანად,მთელ სიმაღლეზე არის შემონახული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. ტაძრის შიგნით შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც. სამხრეთის შესასვლელთან კედელზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. სამხრეთიდან მიდგმული აქვს წაგრძელებული ტიპის დარბაზი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია ნახევრადწრიული ფორმის საკურთხეველი.

აილაგა-აბიყუს ნანგრევებად ქცეული ეკლესია დღეისათვის სუროთია დაფარული და გარს მცენარეების უხვი საფარი აკრავს. ის უკვე რამდენიმე წელია მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენლი.

 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

30 აპრილი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვრცლად

Item 1

29 აპრილი, 2026

მთავრობის სხდომაზე „აფხაზეთობის კვირეულის“ ღონისძიებები განიხილეს

ვრცლად

Item 1

29 აპრილი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ დევნილი წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი...

ვრცლად