სიახლეები

11 თებერვალი, 2026

ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილი ჩატარდა


➡ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის გაკვეთილი ჩატარდა.

 

➡ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომელთაც ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

➡სკოლის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი სპექტაკლი-მიუზიკლი „ლამპიონები“ წარმოადგინეს.

 

➡ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზური ენის პედაგოგ ლიანა აიკუცბას ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

➡ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად