აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
06 თებერვალი, 2026
ალიონა ჩხოტუა ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს შეხვდა
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ასევე ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
საქართველოს ეროვნულ არქივში შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, ელენე არდაზიშვილი და საქვეუწყებო დაწესებულება არქივის სამმართველოს ხელმძღვანელი, სოფო ადეიშვილი ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე