სიახლეები

30 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უფრო მეტ სერვისს გახდის ხელმისაწვდომს.

 

➡️სამინისტროების განახლებული პროგრამები აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

 

➡️2026 წლის ქვეპროგრამები ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდა.

 

➡️„ეს არის 100-მდე ქვეპროგრამა, რომელიც ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდება. ჩვენი მიზანი იყო რომ 2026 წელს, ყველა მიმართულებით გვქონოდა ხელშესახები შედეგები და რაც შეიძლება მეტ დევნილს ესარგებლა იმ სიკეთეებით, რაც პროგრამულ ნაწილში სიახლეების სახით გავითვალისწინეთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად