აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
09 მარტი, 2023
ინალ არძინბა – მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებაშია აღნიშნული.
მისი მტკიცებით, „ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ: მოლოტოვის კოქტეილებს, კეტავენ ქუჩებს და მიმართავენ აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს“.
„ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში“, – აღნიშნულია არძინბას განცხადებაში.
მისი მტკიცებით, აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ მუდმივად აკვირდება სიტუაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.“
„ჩვენი სახელმწიფო საზღვარი არის შესაბამისი აფხაზური და რუსული სპეციალური ქვედანაყოფების საიმედო დაცვის ქვეშ“, – აცხადებს ინალ არძინბა.
მსგავსი სიახლეები
11 სექტემბერი, 2026
თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა
10 სექტემბერი, 2026
13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
08 სექტემბერი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა.