სიახლეები

26 დეკემბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პლანშეტური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

➡️მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაში შეხვდა. მოსწავლეებისთვის პლანშეტების გადაცემა  ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომასა და საგანმანათლებლო პროცესებთან ხელშეწყობას. 

➡️შეხვედრას აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

➡️შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით  კომპიუტერული ტექნიკა  აფხაზეთის საჯარო სკოლების 15 წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად