სიახლეები

26 დეკემბერი, 2025

თბილისში „აფხაზეთის საშობაო სოფელი“ გაიხსნა


➡️თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლის მიმდებარედ „აფხაზეთის საშობაო სოფელი“ გაიხსნა.

➡️წინასაახალწლო  გამოფენა-გაყიდვაზე აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. აქ ნახავთ ყველაფერს: დახვეწილი ხელნაკეთი აქსესუარებიდან დაწყებული, ტრადიციული საგემოვნო თვისებებით გამორჩეული ნუგბარით დასრულებული.

➡️გახსნის დღეს, გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ეწვივნენ.  დაათვალიერეს მეწარმეების ნამუშევრები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად