სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

"წმინდა ოთხთავი" მოქვის სახარების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


➡️სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა.

➡️ღონისძიებაზე „წმინდა ოთხთავი“ მოქვის სახარების უნიკალური მინიატურები წარადგინეს. წიგნი, რომელიც სიწმინდეს, ისტორიას და ქართველთა სულიერებას ერთ სივრცეში აერთიანებს.

➡️პროექტი განხორციელდა ფონდი „კანანელისა“ და მისი ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

➡️„წმინდა ოთხთავი“ მოქვის სახარების წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად