სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

➡️მინისტრმა ანგარიშში იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს განახორციელა. ასევე სამომავლოდ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

➡️განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე და აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. დაანონსდა სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა.

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

➡️ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად