სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა


➡️,,ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები” - საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

➡️ღონისძიება  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა.  

 

➡️კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების მდგომარეობადა მათი დაცვის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში;აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხი, თურქეთის აფხაზური დიასპორა და რეპატრიაციის საკითხები ოკუპირებულ აფხაზეთში,  მუჰაჯირობის პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ქართველმა მეცნიერება ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.

 

➡️გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს  სამეცნიერო კვლევის როლზე აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში. ოკუპირებულ რეგიონში არსებულ საინფორმაციო პოლიტიკაზე, დეზინფორმაციასა და სამშვიდობო ჟურნალისტიკის როლზე კი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ ისაუბრა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად