სიახლეები

25 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ტრადიციული წინასაახალწლო დაჯილდოება გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა წლის გამორჩეული ადამიანების საახალწლო მიღება-დაჯილდოება.

➡️მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

 

➡️დაჯილდოებულთა შორის იყვნენ: 

ზვიად ბახუტაშვილი - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი

გოჩა ბაკურაძე - ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აღიარებული სპეციალისტი

ეკატერინე ქარჩავა - საქართველოში და საზღვარგარეთ გამართული საგამოფენო კონკურსების და პრემიების გამარჯვებული-ლაურეატი, გიორგი შერვაშიძესა და ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიების ნომინანტი, მხატვარი

კობა კობალაძე - პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი, საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი

ზაურ ლომთათიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

თეიმურაზ გვანცელაძე - დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, უზენაესი საბჭოს წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი, აფხაზური, აბაზური და ქართული ენების მკვლევარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი  

ლია ახალაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად