სიახლეები

17 მარტი, 2023

ინალ არძინბა – აფხაზური მხარე მზად არის ჟენევის დისკუსიებისთვის და იმედოვნებს, რომ ის ცალმხრივად ისევ არ გადაიდება


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მზად არიან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის, რომელიც 4-5 აპრილს დაიგეგმა.

„მომდევნო ტურისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივად გადატანა და არ იქნება არანაირი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების აღების კუთხით. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე“, – განაცხადა მან.

არძინბას თქმით, “აფხაზური მხარე მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და “სამხრეთ ოსეთიდან””.

21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაზე. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოაცხადეს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ივლისი, 2026

ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვრცლად

Item 1

22 ივლისი, 2026

მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსა...

ვრცლად

Item 1

22 ივლისი, 2026

თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე გამართული საერთაშორისო ბანაკის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს მსოფლიო პატ...

ვრცლად