სიახლეები

23 დეკემბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე „ელჩების კონფერენცია 2025“-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო


➡️საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2025“-ის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

 

➡️კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

➡️ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქვეყნის პრაგმატულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც დიპლომატებს პატრიარქის მიმართვა გააცნო.

 

➡️ელჩების ყოველწლიური კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 დეკემბერს დასრულდება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად