სიახლეები

22 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრად გიორგი ძაძამია დაინიშნა


➡️აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრად გიორგი ძაძამია დაინიშნა.

➡️მინისტრი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

➡️გიორგი ჯინჭარაძემ გიორგი ძაძამიას გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი მინისტრის პირობებში განათლების მიმართულების გაძლიერებასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.

➡️გიორგი ძაძამია 1989 წლის 25 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, ასევე პოლიტიკის თეორიების სამაგისტრო პროგრამა.

➡️მას საჯარო სექტორში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. მინისტრად დანიშვნამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი.

➡️შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ბექა ღვაჩლიანი იკავებდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად