სიახლეები

19 დეკემბერი, 2025

პარლამენტის ერთობლივ სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძის მოხსენება მოისმინეს


➡️გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

➡️მოხსენებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობაზე და იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ქართული ისტორიული ძეგლების დაცვას საფრთხეს უქმნის.

➡️ყურადღება გაამახვილა თვითნებური რეკონსტრუქციების პრაქტიკაზე, ავთენტურობის დაკარგვის რისკებსა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფის ფაქტებზე.

➡️სხდომას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.

➡️კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად