სიახლეები

17 დეკემბერი, 2025

აფხაზეთის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით გაიზარდა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის 30%-იან ზრდაზე იმსჯელეს.

➡️გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

➡️დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამებში 330%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.

 

• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით იზრდება.

• 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით.

• დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.

• განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი 32%-ით იზრდება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად