აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
20 მარტი, 2023
“ე.წ.სუვერენიტეტის აღიარება და ეკონომიკური კავშირების დამყარება” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო დელეგაციები ავღანეთსა და ლიბიაში იმყოფებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციები, სამუშაო ვიზიტით, ლიბანსა და ავღანეთში იმყოფებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო უწყების მედიაცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მივლინებების მიზნებს შორის არის ქაბულსა და ბეირუთთან ეკონომიკური, ჰუმანიტარული კონტაქტების გაძლიერება და სავაჭრო სახლების შექმნა.
მანამდე, ე.წ. მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკა ყურადღებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებაზე ამახვილებს.
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ განაცხადა, რომ დამასკოში ე.წ. დიპლომატიური მისია აქტიურად და წარმატებით მუშაობს რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გასავითარებლად.
მისი თქმით, საუბარი შეიძლება, მიდიოდეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის აღიარებაზე, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე. მაშინ ე.წ. ელჩმა “მეგობარი სახელმწიფოები” არ დაასახელა.
9 თებერვალს ინალ არძინბა რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაციას შეხვდა, სადაც განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების, ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარებისა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.
მსგავსი სიახლეები
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
22 ივლისი, 2026
მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსა...
22 ივლისი, 2026
თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე გამართული საერთაშორისო ბანაკის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს მსოფლიო პატ...