სიახლეები

05 დეკემბერი, 2025

დოკუმენტური სერიალის "ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები" ჩვენება გაიმართა


➡️დოკუმენტური სერიალის „ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიების“ პირველი ფილმის მეოთხე ნაწილის - „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა“ პრემიერა გაიმართა.

 

➡️ნამუშევარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნატო მარშანიას ისტორიული ნაშრომის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით შექმნა, რომელიც მაყურებელს აცნობს აქამდე ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს აფხაზი არისტოკრატების შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების, ანჩაბაძეების, მარღანიებისა და ჩხოტუების ცხოვრებიდან და იმ გზებიდან, რომლებმაც ისინი იძულებით სამშობლოდან გააშორა.

 

➡️ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების ოჯახური არქივი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად