სიახლეები

03 დეკემბერი, 2025

"ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან" - ირაკლი კობახიძე


➡️"ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებულ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

➡️პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

 

➡️„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

➡️რუსეთის საგარეო საქეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის მზად, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პირობებით განაახლოს. მათივე თქმით, „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია“. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად