სიახლეები

20 ნოემბერი, 2025

უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს


➡️აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის მოუსმინეს.

 

➡️მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამებს.

 

➡️ასევე ისაუბრეს განსაკუთრებით მძიმე და გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებისა და მის შემდგომ პერიოდში აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხზე,  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულებისათვის გადაცემული სასწრაფო დახმარების ავტომანქანების რემონტისა და ახალი სასწრაფო მანქანებით აღჭურვის საკითხებზე.

 

➡️პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილ მანონი გეჯუა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად