სიახლეები

27 მარტი, 2023

ენგურზე საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1200 მოქალაქე დააკავეს


აფხაზური მხარე აქვეყნებს ენგურზე უკანონო გადაკვეთის შემთხვევების 2022 წლის სტატისტიკას. დე ფაქტო უშიშროებისა და რუსეთის ფედერალური სამსახურების ცნობით, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წელს 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც, ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

აფხაზური მხარის ცნობითვე, 1200 შემთხვევიდან “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით 13 შემთხვევაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

აფხაზური მხარის 2021 წლის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთში რუსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ენგურზე  “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ან “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით 5000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად