სიახლეები

17 ნოემბერი, 2025

"ჩემი ფერები" - ავთანდილ შენგელიას საიუბილეო-პერსონალური გამოფენა გაიმართა


➡️"ჩემი ფერები" -ასე ეწოდებოდა აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის ავთანდილ შენგელიას საიუბილეო-პერსონალურ გამოფენას, რომელიც ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა.

➡️საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ შესრულებული მართლმადიდებლური ტაძრების აღდგენის, რესტავრაციისა და მოხატვის ნიმუშები.

➡️სახვით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი და პედაგოგიური საქმიანობისთვის, ავთანდილ შენგელია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

➡️გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მხატვრის მეგობრები საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად