სიახლეები

15 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის პოლიკლინიკების მასშტაბური განახლების პროექტი იწყება


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემაში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგი და მათი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფილი განახლება მოხდება.

➡️პროექტისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოყო 2 მილიონი ლარი, კიდევ 1 მილიონს კი აფხაზეთის მთავრობა გამოყოფს.

➡️გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდის და სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიას შეხვდა. მათ დეტალურად განიხილეს პროექტის შესრულების ეტაპები და მთავარი საკითხები.

➡️პროექტი გულისხმობს არსებული შენობებისა და ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დევნილი ბენეფიციარებისთვის თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად