აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
12 ნოემბერი, 2025
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დეპუტატების მიერ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კითხვები შეეხებოდა როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში განხორციელებულ საქმიანობას.
მათ შორის სამინისტროს დაქვემდებარებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსების ეფექტიანობას, ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაფინანსებას, აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე