სიახლეები

04 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის 21-ე სკოლაში აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი გაიხსნა


➡️აფხაზეთის მკვიდრის,უდიდესი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი გაიხსნა.

➡️კაბინეტის მუშაობის პრიორიტეტული მიმართულება აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა იქნება. კაბინეტს სათანადო ფუნქციონირებისათვის გადაეცა საჭირო და იშვიათი გამოცემები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, პოლიტოლოგიის საკითხებზე, ასევე დოკუმენტალური ფოტო მასალები .

➡️კაბინეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, ფოთის ადგილობრივი ადმინისტრაციისა და აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა. შეხვედრის ბოლოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ წაიკითხა ლექცია აფხაზეთის თემაზე და შეკრებილ საზოგადოებას გააცნო კაბინეტის ფუნქციონირების პერსპექტივები.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად