აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 მარტი, 2023
სოხუმი აეროპორტის ამოქმედებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ პროექტის დეტალურ დამუშავებას შეუდგა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “სოხუმის აეროპორტის ამოქმედებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ” მოსკოვთან ორმხრივი “სამთავრობოთაშორისი შეთანხმების” პროექტის დეტალურ დამუშავებას შეუდგა.
დე ფაქტო პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, საკითხი ამ დღეებში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია და “მინისტრებიც” ესწრებოდნენ.
სარატიფიკაციოდ მოსამზადებელი “შეთანხმების” პროექტში მხარეთა ვალდებლებები და უფლებებია განსაზღვრული. მასში აღნიშნულია, რომ “რუსული საინვესტიციო პროექტის რეალიზების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას”.
აფხაზური “ხელისუფლება” მოსკოვის დახმარებით აეროპორტის ამოქმედებას 2024 წლისთვის გეგმავს. პროექტის ინვესტორი რუსული სამრეწველო ჯგუფი “Базовый элемент”-ია, რომელიც კრემლის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიებისგან შედგება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს და 2006 წლიდან მას კოდი გაუუქმა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა თბილისის ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს შესაბამისი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა.
მსგავსი სიახლეები
30 ივლისი, 2026
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებით საღამოს უმ...
29 ივლისი, 2026
ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - საგარეო საქმეთა მინის...