ქართული ეროვნული კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს აფხაზეთის კულტურას, ერთიან ისტორიულ წარსულს და კულტურულ მემკვიდრეობას.
„საერთო ისტორია“ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ახალი პროექტია, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
პროექტი ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კულტურის, ერთიანი ისტორიული წარსულის და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
პროექტი საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა ერთიანი ქართული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია.