Kallisteia Beauty Center-ის წარმატების გზა (+VIDEO)

საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა, მისი პრაქტიკაში დანერგვა და საქართველოში საქმიანობის გაგრძელება იყო „კალისტეა“ ბიუთი ცენტრის დამფუძნებელი დევნილი ქალბატონების მთავარი მიზანი. დაარსებიდან დღემდე, ცენტრის მთავარი საზრუნავი ადამიანების ჯანმრთელობა და მათ სილამაზეზე ზრუნვაა. ესთეტიკის სფეროსადმი მოთხოვნა წლებთან ერთად გაიზარდა და დაიხვეწა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაწყებული მათი საქმიანობა, ესთეტიკის სფეროში არსებულ თითქმის ყველა სერვისს აერთიანებს. „კალისტეას“ წარმატების ფორმულა, მაღალკვალიფიციური დევნილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდია.