აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 ივლისი, 2025
ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია და „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ჟურნალი „რიწა“ 1975 წლიდან გამოიცემა, თავდაპირველად სოხუმში, ხოლო შემდეგ დევნილობაში განაგრძო არსებობა.
განახლებული გამოცემა ორენოვანია და მასში შესულია აფხაზეთელი პოეტებისა და მწერლების ნამუშევრები ქართულ და აფხაზურ ენებზე.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა