სიახლეები

09 აგვისტო, 2024

„შავმა“ არქეოლოგებმა ოჩამჩირის რაიონში მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს


„შავმა არქეოლოგებმა“ ოჩამჩირის რაიონში მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს. - ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა“სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, არქეოლოგ გალინა ტრებელოვას თქმით, ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა. ფაქტი კი ასეთია: გადათხრილია მთელი კულტურული ფენა, რის გამოც არქეოლოგებს გაძარცვულ და გადათხრილ პლატოზე მოუწიათ მუშაობა.
ქართველი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ მერკულა არის ერთერთი უმმნიშვნელოვანესი ძეგლი და ამ პირობებში იქ წარმოებული გათხრები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა „შავ არქეოლოგიად“
, რადგან საქართველოს იურისდიქცია დროებით ვერ აკონტროლებს კვლევისა და შემდგომ მოძიებული არტეფაქტების აღწერის პროცესს.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად