სიახლეები

14 მაისი, 2024

უამინდობა, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ოკუპირებულ აფხაზეთში


ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის რამდენიმე სოფელში მოძრაობა შეფერხებულია.

გუშინ, გვიან ღამით, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა და დაიტბორა რამდენიმე სოფელი- ინფორმაციას ავრცელებს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური.

„წყლის დიდმა ნაკადმა დატბორა სოფლის გზა, სასაფლაოები. სოფელ არადუში უამინდობის გამო საცხოვრებელ კორპუსს ხე დაეცა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება“ ნათქვამია ე.წ შსს-ს განცხადებაში

შემთხვევის ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაშველები. ასევე ადგილზე იმყოფება ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ნოემბერი, 2026

მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული "სოხუმის ცხუმი" გახდა

ვრცლად

Item 1

13 ნოემბერი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68- ე რაუნდი გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად