სიახლეები

07 მაისი, 2024

ინალ არძინბა აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" დაკითხვაზე იმყოფება


ინალ არძინბა აფხაზეთის ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" დაკითხვაზე იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ პორტალებზე ვრცელდება.
როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრს ერთი კვირაა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვს. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელს ე.წ ,,პრეზიდენტი" ასლან ბჟანია აწერს. ბჟანიას გადაწყვეტილებითვე ინალ არძინბა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა. ,,მინისტრის" მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი ტუჟბა ასრულებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ნოემბერი, 2026

მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული "სოხუმის ცხუმი" გახდა

ვრცლად

Item 1

13 ნოემბერი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68- ე რაუნდი გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად