სიახლეები

11 თებერვალი, 2021

ბიჭვინთის ოთხთავი


საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ბიჭვინთის სახარებას, რომელიც მეთორმეტე საუკუნითაა დათარიღებული.

იგი დასავლეთ საქართველოშია გადაწერილი, შემდგომ მისი ანალიზის საფუძველზე ის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაკუთვნეს, სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.

ბიჭვინთის ოთხთავის  ტექსტი ეტრატზეა შესრულებული. ძირითადი ტექსტი ყავისფერი მელნით, ნუსხურითაა დაწერილი ხოლო სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული, მასალად გამოყენებულია ოქრომელანი და სინგური – წითელი ფერის საღებავი.

ამჟამად ბიჭვინთის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივები წარადგინა

ვრცლად

Item 1

13 აგვისტო, 2026

18 აგვისტოს სვანეთში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ვრცლად

Item 1

13 აგვისტო, 2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნ...

ვრცლად