სიახლეები

10 აპრილი, 2021

ხელოვნება მშვიდობის მომტანია ყველასათვის და ყველგან – სოფო ფანცულაია


სოფო ფანცულაია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობია. 

6 წლის იყო, როცა სრულიად შემთხვევით  ბალეტის ხელოვნებას ეზიარა და დღემდე ერთგულად ემსახურება მის საყვარელ სფეროს. სოფო 15 წელზე მეტია ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობია და  დასის თითქმის ყველა სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. არაერთი სოლო პარტია აქვს წარმატებით შესრულებული, როგორც  ქვეყნის შიგნით, ისე სხვადასხვა ქვეყნის თეატრის სცენაზე. 

სოფო თვლის, რომ მისი პროფესიული წარმატება თავდაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმის დამსახურებაა. სამი შვილის დედას მიაჩნია, რომ ოჯახისა და კარიერის შეთავსება შესაძლებელია და  სწორედ ეს ჰარმონიაა – სიძლიერეც  და წარმატებაც.

„ხელოვნება მშვიდობის მომტანია ყველასათვის და ყველგან“

წარმატებული ბალერინა ოცნებობს, ოდესმე ჩავიდეს მშობლიურ ქალაქში  და საკუთარი სტუდია გახსნას.

https://youtu.be/Gl1GjmG2VOQ

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად