სიახლეები

11 ივნისი, 2021

რუსუდან კემულარია: ქალების როლი მშვიდობის მშენებლობაში


რუსუდან კემულარია პროფესიით საგადასახადო იურისტია. სოხუმელი წარმატებული ქალბატონი ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ სამსახურს ხელმძღვანელობს.

იგი  60-ზე მეტ ქვეყანაში  საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. 

 რუსუდან კემულარია  თვლის, რომ წარმატების მისაღწევად საკუთარი თავის შეცნობაა ყველაზე მნიშვნელოვანი და თავდადება იმ საქმისადმი, რომელსაც აკეთებ. 

ქალებს ურჩევს არ შეუშინდნენ არსებულ გამოწვევებს და არ შეეგუონ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს- იმას,  რომ ქალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარული პროფესია და ტექნიკური მიმართულებები  მათთვის არ არის.

„ჩვენ უნდა წავაქეზოთ მეტი ქალი, რომ დასაქმდნენ საგადასახადო სფეროში.  მივცეთ მეტი მოტივაცია და  შესაძლებლობა, რათა მათი საქმიანობა  წარმართონ  უკეთესი შედეგების მისაღწევად“, – აღნიშნავს  რუსუდან კემულარია

რუსუდანი ათი წლის იყო, როცა აფხაზეთში განვითარებული  მოვლენების გამო მშობლიური ქალაქის სოხუმის დატოვებამ მოუწია . იურისტის პროფესიას თბილისში,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში დაეუფლა. მერე გერმანიაში განაგრძო სწავლა და საჯარო სამართლის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2017-2018 წლებში  ოქსფორდის უნივერსიტეტში ბლავატნიკის მმართველობის სკოლაში სწავლობდა,   სადაც  საჯარო მართვის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მიიღო.

ახალგაზრდა იურისტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. წლების განმავლობაში   ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც  იკავებდა  და აქტიურად იყო ჩართული 2008-2012 წლებში საგადასახადო რეფორმის განხორციელებაში.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...

ვრცლად

Item 1

12 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...

ვრცლად

Item 1

12 ივნისი, 2026

ანსამბლი „აფხაზეთი“ პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალში მონაწილეობდა

ვრცლად