აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
23 ივნისი, 2021
გამოფენა „ჩემი აფხაზეთი“
მწერალთა სახლმა ICA-ს ღონისძიებას, ბავშვთა ნახატების გამოფენას „ჩემი აფხაზეთი“ უმასპინძლა.
ICA- მ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში 15 წლამდე ასაკის პატარა მხატვრებმა აფხაზეთის თემაზე საკუთარი ფანტაზიები ტილოზე აღბეჭდეს და ნამუშევრები გამოაგზავნეს.
მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეებისაგან შემდგარმა კომისიამ პატარა მხატვრების 20 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. შერჩეულ ოცეულს მწერალთა სახლის შთამბეჭდავ სივრცეში, ადგილზე შესაძლებლობა მიეცათ დაეხატათ თავიანთი წარმოსახვის აფხაზეთი. გამოფენაში მონაწილე პატარა მხატვრები საინტერესო და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ICA – ს ინიციატივით გამართულ ღონისძიებას, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრნენ.
მადლობა მხარდაჭერისთვის Coca-Cola-ს, გამომცემლობას „არტანუჯი”, წიგნის მაღაზიათა ქსელს „ბიბლუსი“ და მწერალთა სახლს.
მსგავსი სიახლეები
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...