აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
09 ივლისი, 2021
წარმატების STORY – მარიამ აქუბარდია
მარიამი დღეს კომიქსებზე “6200” მუშაობს. მინისერიების მთავარი ისტორია მხატვრის წარსულში იმალება და ბავშვობის მძიმე მოგონებების ილუსტრაციას წარმოადგენს.
ავტორი ერთი მხრივ პირად, ხოლო მეორე მხრივ სხვა დევნილი ოჯახების ისტორიას ყვება და მიაჩნია, რომ ეს ისტორიული მახსოვრობა არ უნდა დაიკარგოს. კომიქსები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მკითხველებში.
მარიამი მხატვარია, მისი ტილოების განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა. მხატვრის ბოლო გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს აფხაზეთის ომამდელ წარსულში ვიმოგზაუროთ, სურათები ნოსტალგიური, მინიმალისტური და მაღალკულტურულია. თბილი და ბაცი ფერების კომბინაცია კი მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს გვიქმნის.
მარიამი ამჟამად კომიქსის მომდევნო მინისერიის გამოშვებაზე მუშაობს, ამავე დროს მისი სურათები The why not gallery – შია გამოფენილი. დამთვალიერებელს კი, აგვისტომდე შეუძლია ესტუმროს, წარსულში გადაეშვას და ნამუშევრების ესთეტიკით დატკბეს გალერეაში, რომელიც თბილისში, დ.აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს.
მარიამ აქუბარდია, ახალგაზრდა არტისტი სამშვიდობო გზავნილს ავრცელებს აფხაზეთში მცხოვრები თანატოლებისათვის და მიიჩნევს, რომ მის პროფესიას შერიგების პროცესში ერთ-ერთ მთავარი როლი შეუძლია ითამაშოს.
მსგავსი სიახლეები
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...