34 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან
14 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული თარიღია.
34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. დაიღუპა ათასობით ადამიანი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით ათასი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.