სიახლეები

13 აგვისტო, 2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა


➡️თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
 
 
➡️საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.
 
 
➡️ამ ეტაპზე, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
 
 
➡️სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

03 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება

ვრცლად

Item 1

02 სექტემბერი, 2026

დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვრცლად

Item 1

31 აგვისტო, 2026

ზუგდიდში ფილმის "ინგირს მელე" ჩვენება და მრავალშვილიანი დედების დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად