აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
31 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის სახელოვნებო მიმართულებით ორი ახალი პროგრამა იწყება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სტუდენტებისთვის ორ ახალ პროგრამას იწყებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს.
ალექსანდრე შერვაშიძის, დიმიტრი ჯაიანისა და გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიები ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებას ემსახურება. პროგრამა განკუთვნილია აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
ამასთან, სამინისტრო პირველად აცხადებს ოთხთვიან სახელოვნებო სტაჟირების პროგრამას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული გამოცდილება აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში - პროფესიულ თეატრებში, კაპელასა და ანსამბლებში მიიღონ.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე წარადგინონ.
მსგავსი სიახლეები
13 აგვისტო, 2026
18 აგვისტოს სვანეთში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, შემოქმედებითი საღამო გაიმართება
13 აგვისტო, 2026
თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნ...