აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ივლისი, 2026
კამანის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთში, სოფელ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა.
1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კამანზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევის დროს, ქართველი მებრძოლები თავდადებით იგერიებდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს, თუმცა მტერმა სოფლის სრული ოკუპაცია მოახდინა.
საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები განსაკუთრებული სასტიკით აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, კამანში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა