სიახლეები

03 ივლისი, 2026

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ნაირა მარშანიას 80 წლის იუბილე აღინიშნა


➡️კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნაირა მარშანიას, 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიებას ხელისუფლების, ლიტერატურული წრეებისა და სხვა საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

➡️საიუბილეო საღამოზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნაირა მარშანიას ფასდაუდებელ წვლილს თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავების, მშვიდობისმყოფელობისა და კულტურული დიალოგის საქმეში. საღამოს მსვლელობისას თეატრის მსახიობებმა მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, ხოლო მუსიკალური ნომრები მოწვეულმა ცნობილმა შემსრულებლებმა წარადგინეს.

 

➡️ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად, იუბილარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებრივი მედალი „ბედიის ბარძიმი“ და საქართველოს მწერალთა კავშირის ჯილდო „ვერცხლის ფენიქსი“ გადაეცა. გამომსვლელებმა ნაირა მარშანიას მრავალწლიანი მოღვაწეობა და შემოქმედება შეაფასეს, როგორც მშვიდობის, ნდობის აღდგენისა და ქართულ-აფხაზური თანაარსებობის სიმბოლო.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად