აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
16 ივნისი, 2026
კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინტერესი აფხაზეთის თემის მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსში „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ მეორე ადგილი დაიკავა.
ლიკა ჯიქიამ და ანასტასია სანიკიძემ თავიანთი თანაკლასელების, მასწავლებლებისა და მეგობრების აფხაზეთთან დაკავშირებული ემოციები და მოგონებები მოაგროვეს და 3D ფორმატში ციფრული კულტურული გამოფენა შექმნეს.
კონკურსში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და 1270 ნაშრომი წარადგინა.
გამარჯვებულები სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა