აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
12 ივნისი, 2026
ანსამბლი „აფხაზეთი“ პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალში მონაწილეობდა
პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალზე აფხაზეთის ა.რ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული კულტურა ღირსეულად წარადგინა. ანსამბლმა ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულინარიულ კულტურას, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მეტი გაეგოთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ტრადიციებზე დაფუძნებულმა ცეკვებმა, ავთენტურ ეროვნულ სამოსთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას ნათლად გააცნო ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა