აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
11 ივნისი, 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრაღაში აღინიშნა
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო მიღებას აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.
ღონისძიება კულტურულ სივრცე Nová Spirála-ში გაიმართა. მიღება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთმა“ შეასრულა.
ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული სიმღერისა და ცეკვის პროგრამა წარადგინა. საქართველოს კულტურა ასევე წარმოდგენილი იყო პრაღაში გამართულ საელჩოების ყოველწლიურ ფესტივალზე, სადაც ქართულმა ფოლკლორმა საერთაშორისო აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა