აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
09 ივნისი, 2026
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრთან, ალიონა ჩხოტუა ერთად, შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანი.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში დგას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისა და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო ინსტიტუციური კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.
მსგავსი სიახლეები
16 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მეომართა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მ...
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა